ამერიკული კომპანია „APPLE“-ი ჩინეთში დახურავს ყველა ოფიციალურ მაღაზიას და კორპორაციის ოფისებს 9 თებერვლამდე.
სტივ ჯობსის მიერ დაარსებული კომპანიის ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების გამო მიიღო, რათა მომსახურე პერსონალისა და მომხმარებელთა უსაფრთხოება უზრუნველყოს.
„იმ გაფრთხილებებისა და რჩევების სიუხვის გათვალისწინებით, რომელსაც ვიღებთ წამყვანი ჯანმრთელობის ექსპერტების მხრიდან, გადავწყვიტეთ, დავხუროთ ყველა კორპოატიული ოფისი, მაღაზიები და საკონტაქტო ცენტრები ჩინეთის ტერიტორიაზე 9 თებერვლამდე“ ,- ნათქვამია კომპანია „APPLE“-ის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „APPLE” ძალზე დამოკიდებულია ჩინურ ბაზარსა და მუშახელზე, წარმოებასა და მიწოდების ქსელზე. Apple– ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა თქვა, რომ კომპანია შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმებს, რათა გაუმკლავდეს ვუჰანში შექმნილი ვითარების გამო მისი კომპანიისთვის მოსალოდნელი ზარალს, რომელიც მინიმუმამდე იქნება შემცირებული.
კომენტარები