ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, ხელისუფლებამ „ეს ვითომ დავით გარეჯის საქმე“ ძალიან მარტივ ორ მესიჯში თარგმნა – ნაციონალებმა ყიზილბაშებს მიწა მიჰყიდეს და სააკაშვილმა დავით გარეჯი 80 მილიონად გაყიდა. ამ წინასაარჩევნო მესიჯების გამო დადგეს ეს გულისამრევი მასკარადი და ამ ორი პატიოსანი მეცნიერის სანახაობითი მსხვერპლთშეწირვა მოაწყეს.
ორივე ეს მესიჯი არის ამაზრზენი ტყუილი ! – საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დაახლოებით 66% შეთანხმებულია, ოღონდ ესეც კომისიების დონეზე. ამ 66%-ში საერთოდ არ შედის დავით გარეჯი! არავითარი ახლადაღმოჩენილი რუკები არ არსებობს, ამ რუკების შესახებ კომისიის ყველა წევრმა იცოდა.
რაში მდგომარეობს ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაული? სად არის გაყიდული მიწები? სად არის შეთანხმება დავით გარეჯის შესახებ? გვაჩვენონ! რატომ იტყუებიან ? – ამ კითხვებზე უნდა მოხდეს კონცენტრირება და არა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის სრულიად გაუგებარ რაღაც რუკებზე. ამ კარტოგრაფიულ, სრულიად უინტერესო და გაუგებარ დეტალებში შესვლა კირიონთან ან ნებისმიერ პირთან, რომელიც ბრალდების მხარეს წარმოადგენს, არის ხაფანგში მოხვედრა, რადგან იკარგება მთავარი თემა! სამაგიეროდ, ადამიანებს ექმნებათ განცდა, რომ მათ კი ვერ გაიგეს, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი ამბავი ხდება.
რუსულ პროპაგანდას უნდა ებრძოლო მარტივი, მკაფიო, ზუსტი კითხვებით, პასუხებით და მესიჯებით და არა აბდაუბდაში შესვლით. ახლა ვუყურებდი იმედზე ღარიბაშვილის შნირის, ვინმე ხიდაშელის ბლუყუნს, რომელსაც მეტი დამაჯერებლობისთვის სამხედრო ფორმა ჩაააცვეს და რაღაც გაუგებარ ისტორიას ყვება რუკებზე 1900 იანი წლებიდან მოყოლებული. ნუ შევყვებით ამ თამაშში, ნუ გავებმებით მათივე დაგებულ ხაფანგში.
რა რუკები, რა რუკები – ივანიშვილი და რუსეთი ღია და გამჭვირვალე სპეცოპერაციას გვიწყობს გაშიფრული გრუს აგენტის ხიდაშელის მონაწილეობით და რუსული (ქართული) მარშით დახმარებით აზერბაიჯანთან ღია კონფლიქტის პროვოცირებას ახდენს. ამასთან შედარებით, პარლამენტის თავმჯდომარის სკამში გავრილოვის ჩაჯდომა უწყინარი თამაში იყო. კიდევ ერთხელ – რა რუკები!”
კომენტარები