მოძრაობა “შეცვალე” ზუგდიდში, პოლიციის შენობასთან აქციას მართავს. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ზუგდიდში პოლიციელების მხრიდან კრიმინალებზე ხელის დაფარების ფაქტები ყველაზე ხშირია.
აქტივისტები ამბობენ, რომ სამეგრელოში კრიმინალებს უშუალოდ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას დავალებით მფარველობენ.
“ბარიგების მფარველი, გახარია თვალთხაია, ნარკოკარტელი” – ამ შინაარსის წარწერებით, აქციის მონაწილეებმა ადგილზე პლაკატები და ბანერები მიიტანეს.
კომენტარები