ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“2020 წლის 2 მაისი.
პოსტი გარეჯზე, კონკრეტულად კი 1938 წლის რუკაზე, 1996 წლის საქართველო-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე სადელიმიტაციო კომისიის შექმნასთან და საბაზისო, სახელმძღვანელო რუკასთან დაკავშირებით.
აქვე, ამ პოსტში თანდაყოლილია 1938 წლის რუკა, რომელიც სულ ახლახანს “აღმოაჩინა” ჩვენმა ხელისუფლებამ, არადა ეს რუკა მამა კირიონმა ნახევარი წლის წინ გადმოგვცა და დავიჯერო, ჩვენმა მთავრობამ ეს არ იცოდა და მაინცდამაინც ხიდაშელის ჩამოტანილ რუკას ენდო?
დავუშვათ, ჩემი 2 მაისის პოსტის დადებამდე არ იცოდით ამ რუკის არსებობის შესახებ, არ მჯერა, მაგრამ მაინც დავუშვათ. მაშინ
რატომ დაიკიდეთ ეს ინფორმაცია 5 თვის წინ და ერთი კითხვაც არ გაგჩენიათ ამ უმნიშვნელოვანეს გარემოებასთან დაკავშირებით?
რატომ მიეცით უფლება გუგლს შეეცვალა გარეჯის სახელმწიფო საზღვრის სადავო მონაკვეთი აზერბაიჯანის სასარგებლოდ ისე, რომ აღდგომის ტაძარი და საგარეჯო-გარეჯის გზის 164 მეტრიანი მონაკვეთი დღესაც აზერბაიჯანის საზღვრებშია მოყოლილი?
ამ ცვლილებაზე ვის დაიჭერთ ?
მოკლედ, ეს პროცესი 6,5,4,3 თვის წინ რომ დაგეწყოთ, ბევრად დამაჯერებლები იქნებოდით, დღეს კი რასაც აკეთებთ, წინასაარჩევნო სპექტაკლია, რომლის დაჯერება ძალიან რთულია.
არადა, მთელი 8 წელი გქონდათ სიტუაციის გამოსასწორებლად და ამის ნაცვლად იმდენი გააკეთეთ, რომ მთელი გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დავითის ლავრას გარდა ფაქტობრივად დაკარგეთ.
გარეჯი საქართველოა. თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე, მაგრამ გარეჯს არავის გავატანთ.
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”
კომენტარები