ბათუმში მცხოვრები დუდანა ბერიძე თავისი დის შორენა ბერიძის გარდაცვალების მიზეზების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„კიდევ ერთი ლამაზი სულის, სათნო, მეგობრული, კარგი პედაგოგი დააკლდა ქალაქს, ბენზეს.
ეს ქალი ჩემი დაა 55 წლის შორენა ბერიძე. მოკლედ, მის შესახებ, 4 ოქტომბერს 37, 5 სიცხით გართულებული სუნთქვით და მომატებული შაქრით შეიყვანეს ბათუმის ინფექციურში, იმავე ცხელების ცენტრში, საიდანაც მცირე პროცედურების შემდეგ გადაიყვანეს სასტუმროში, მალე დამძიმდა მდგომარეობა და კვლავ დაჭირდა სასწრაფოს გამოძახება, რომელმაც გარკვეული დროის შემდეგ გადაიყვანა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, იქ ექიმებს ძალისხმევა არ დაუკლიათ, მაგრამ გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
და მე მრჩება კითხვა: ასეთ მძიმე პაციენტს რა უნდოდა სასტუმროში? სად გავარკვიო სამართალი? იქნებ ამ გადაყვანა-გადმოყვანაში დრო დაიხარჯა ფუჭად, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო შორენასათვის? გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი, ეგებ სხვა გადარჩეს და არ მოხვდეს არაპროფესიონალთა ჭაობში. მე მეტი რა დამრჩენია, ვილოცო უდროოდ დაღუპული დის სულისთვის“
ჯანდაცვის სამინისტრო ისევ დისტანციაზე და ხელის დაბანაზე საუბრობს! ჩვენი ხელების დაბნა უშველის იმ ფაქტს, რომ კლინიკაში შემოყვანილი ქრონიკული დაავადებების მქონე ქალბატონი სასტუმროში გადაიყვანეთ? თქვით რომ არ გაქვთ ადგილები, თქვით, რომ მთელი ზაფხული არაფერი გიკეთებიათ რა საწოლფონდიც გქონდათ, ისიც ვერ შეინარჩუნეთ! თქვით, რომ მთელი ზაფხული მხოლოდ სასტუმროებს უხდიდით ფულს და კლინიკები როცა დაგჭირდათ, ბევრმა კლინიკამ უარი გითხრათ!
კომენტარები