ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ, – ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას.
,,გასაგებია, რომ ერთიანობის მიუხედავად, პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, კონკურენციაა პარტიებში, თუმცა მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ”
ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ,,ნაციონალური მოძრაობის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა.
,,სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის ,,ოცნებას” და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილის პრემიერობას”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
კომენტარები