ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა:
„კი უაღრესად მნიშვნელოვანია დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილი და მერე სწრაფად გატარდეს რეფორმები, რომელიც ეხება გადასახადების შემცირებას, ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებას, ამჟამინდელი ეკონომიკის ჭაობიდან ამოყვანას და ქვეყნის წინსვლას.
იმისათვის რომ ეს მოხდეს, ის პროპაგანდა, რომელსაც ეწევიან ბიძინა ივანიშვილის სამთავრობო არხები, ასევე მისი პარტია და თავად ივანიშვილიც, რომ თუ ის დამარცხდება, მაშინ სააკაშვილი გახდება პრემიერ-მინისტრი და რაღაც საშინელებებს იზამს.
ეს პროპაგანდა უნდა დაინგრეს. ეს გახლავთ უაღრესად საზიანო. აქედან გამომდინარე ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ პროპაგანდას დავუპირისპირდეთ.
გიგი უგულავას განცხადებაც იყო იგივე გზავნილზე, სადაც მან უბრალოდ ხაზი გაუსვა და გაიმეორა ის რასაც ჩვენ ვამბობთ სხვადასხვა ფორმით, რომ ჩვენთვის არის მთავარი ივანიშვილის დამარცხება, მაგრამ არ დავუშვებთ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობას.”
კომენტარები