ლია მამალაძე, სოციალურ ქსელში, პოსტს ავრცელებს:
“ვრეკავ გურიაში და ომარიას ვეკითხები:
-რაფერ ხართ, თუ იციი ?
-კი ვიცი რაფერ ვარ
-რაფერ?
-რაფერ და, აქით კორონას ვემალები და იქით აგინს, ყველა შუკაში ვინცხა მხთება და გამიჩერდი ელანძეო, მეხვეწება
-რა უნდათ?
-რაი და, მიჩივიენ – აგერ ვარ, კაი კაცი ვარო და ხმაი მე მომეციო.
ბიჯოო, ერთი აი ხმაი მაქ დარჩენილი და მაგასაც მთხოვენ, ამომაშპონ ბარემ სული…
რაფერაა საქმე დამაყურე, ახლა ხომ დაგვდევენ, მერე ჩვენ უნდა ვზდიოთ ოთხი წელი და ვეხვერწოთ შეგვხთენ და მოგვისმინონ, მერე ყველა გვემალება – სამსახური არ გვთხუო, საქმე არ გვთხუო, ფული არ გვთხუო, ბაღანაის უმაღლესის გადასახადი არ გვთხუოო და აბა, ლაპარიკი მაგენზე კაი ვიცი…
ხოდააა, აფერი არ უჭილარიენ ახლა პაწა მაგენმა გვდიონ, მერე მე ვიცი ხმაი თუა მისაცემი, ვისაც მივცემ.. გაგიგონია ამფერიი? ყანა მაქ მოსატეხი და კიდე-კიდე მივიპარები, აღარ ვიცი სა დამხთებიან და მიმჩიხავენ, ახლა ასე გადავწყვიტე, ისე ჯიქურ წევიდე და ვინც შემხთება უნდა უთხრა წამყვეს გორზე, ყანაში და იქინე ვილაპარაკოთ თქვა, ეეე ასე ვიზამ ამას, ბჯოოოს…
მე არ დამირეკავს
დავაკოპირე მარა რომ დამერეკა იგივე ტექსტი იქნებოდა”
ფოტო – BAZIERI.GE
კომენტარები