სოფელ სამწვერისში 70 წლამდე მამაკაცი მოკლული იპოვეს. მეზობლები აცხადებენ, რომ მამაკაცი სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მამაკაცის გვამი ადგილობრივებმა დილით ნახეს. მეზობლების ინფორმაციით, მოკლულს გულის არეში აქვს სასიკვდილო ჭრილობა მიყენებული.
„ეს ჩემი ბიძაშვილია. დანით არის მოკლული. სოფელში პანიკაა, თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობთ. აქ ყველა ყველას ნათესავია, სავარაუდოდ ვიღაც მოვიდა და მოკლა“ – აცხადებს ადგილობრივი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულოსხმობს.
კომენტარები