2012 წლის 1-ელი ოქტომბრის ღამეს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფალიანცი ქვევრში დამხრჩვალი ნახეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაურკვეველია როგორ აღმოჩნდა ბარბარე საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში ისე, რომ არავის არაფერი დაუნახავს.
ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გადაცემაში „ღამის მთავარი“ სწორედ ამ საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს საქმე 2012 წლის არჩევნების მოსაგებად გამოიყენა.
„რამდენიმე წლის წინ, როდესაც „ოცნებამ“ ეს საქმე ვერ გამოიძა, რაფალიანცის დედა საპატრულო პოლიციაში დაიბარეს და უთხრეს ეღიარებინა შვილის მკვლეობა, რადგან ბევრი ყოფილა მსგავსი ფაქტი, აფექტის დროს ხშირად მოუკლავს დედას შვილი“
კომენტარები