დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც საქართველოს მიწას ისაკუთრებს და ეხება, მტერია.
მისივე განცხადებით, აზერბაიჯანიც ისეთივე მტერია, როგორიც რუსეთი, ვინაიდან მიწებს საქართველოს ისიც ართმევს.
“ადამიანები ამბობენ, რომ არ უნდათ, აზერბაიჯანთან ურთიერთობები გავიფუჭოთ და მზად ვართ, ტერიტორიები დავთმოთ. დავით გარეჯში 6 000 გარეჯელი ბერი მოღვაწეობდა, რომლებიც ეწამნენ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორიაა. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი ან ტელევიზია, რომლებიც გამოდიან და ამბობენ, არ გვინდა ურთიერთობის დაძაბვაო – ჩემთვის პირადად, თუნდაც დაიძაბოს ურთიერთობა იმ მიწებთან დაკავშირებით: თუ რუსეთია მტერი, ასევე, ნებისმიერი ქვეყანა მტერია ჩემთვის, ვინც მიწას გვართმევს”
კომენტარები