ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“დავით ხიდაშელის ინტერვიუდან კიდეც უფრო გასაგები ხდება, რატომ ჩავარდა ისტერიკაში მთელი ნაცსექტა!
ეს ამბავი მარტივად არ დამთავრდება, – გუშინ ვთქვი და გავიმეორებ: ბევრმა მისცა და კიდევ ბევრს მოუწევს პროკურატურისთვის ჩვენების მიცემა, – რა მელაშვილი და ილიჩოვა?!
კომისიის წევრებსაც – ყოფილებს თუ ახლანდელს სათითაოდ მოეკითხებათ!
ბიძინა ივანიშვილის დაინტერესება, დავით ხიდაშელის მამულიშვილობა და ირაკლი ღარიბაშვილის სიჯიუტე რომ არა, საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს მეზობლები ისე მიისაკუთრებდნენ, მომკითხავიც არავინ იქნებოდა!
და აქ მხოლოდ აზერბაიჯანი არ იგულისხმება, – საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ასევე დასადგენია რუსეთთან და სომხეთთან, მოძიებული რუკები კი სახელმწიფო კომისიას მუშაობას გაუადვილებს!
რატომ არ მოიძიეს აქამდე?! რას აკეთებდა სახელმწიფო კომისია, ყურთბალიშზე ეძინა?!
როგორ შეიძლება ასეთ, სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს კომისიაში მანქურთები მუშაობდნენ?!
სახელმწიფო კომისია, რომელსაც სახელმწიფოს ინტერესები უნდა დაეცვა, კინაღამ დამკრძალავ კომისიად იქცა.
ოღონდ, ამჯერად სამშობლოს დამკრძალავ კომისიად!
მგონი გადავრჩით!
აი, ზოგიერთი კი ნამდვილად ვერ გადაურჩება საუკუნო შეჩვენებას!”
კომენტარები