დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა უფრო ძლიერია რიცხობრივად, თუმცა შედარებით უფრო მსუბუქი სიმძიმის თვალსაზრისით.
“მსოფლიოშიც და ჩვენთანაც იძაბება ეპიდსიტუაცია და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე. მეორე ტალღა უკვე დაწყებულია, ეს უფრო ძლიერია, რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უფრო მსუბუქი სიმძიმის თვალსაზრისით. უფრო მეტია მსუბუქად, ასიმპტომურად მიმდინარე შემთხვევები..”
შეგახსენებთ, დღეს დილით ამირან გამყრელიძემ, ასევე თქვა:
“კორონავირუსმა უკვე მილიონი ადამიანი შეიწირა და პროგნოზის მიხედვით, მომავალ გაზაფხულამდე კიდევ 1 მილიონი დაიღუპება, აქედან გამომდინარე ეს ვირუსი იქნება უფრო მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულიოზი, მალარია და ჰეპატიტი. კორონა მათ გადაასწრებს, ამიტომ სერიოზული პანდემიაა ქვეყანაში”
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ეტყობა, ბატონი ამირანი დილით ცუდ ხასიათზე იყო!
კომენტარები