ისტორიკოსი ზურაბ დათუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,მეუფე ვახტანგი (ახვლედიანი)…
მეუფე, რომელსაც 2013 წელს ზესტაფონ-მარგვეთის მრევლმა კარი აუჭედა და ეპარქიიდან გამოაძევა…
მეუფე, რომელიც ყველა მიწიერ ვნებაში დაადანაშაულეს: ეპარქიის ქონების გაფლანგვა და მითვისება, ღვთის გმობა, მრუშობა და შანტაჟი (აღსარების შემდეგ “ზედმეტად გულახდილ” და სექსუალურ ისტორიებში გამოტეხილ ქალბატონებს, გამომჟღავნების მუქარით, აიძულებდა, მასთან ინტიმური ურთიერთობა დაემყარებინათ…
მეუფე, რომელსაც შავ ბერად აღკვეციდან სამი წლის შემდეგ შვილი შეეძინა…
მეუფე, რომლის მიწიერი ვნებანი საპატრიარქოს მიერ ჩატარებულმა შემოწმებამაც კი ვერ დამალა და ნაადრევად პენსიაზე გაუშვეს. პენსიაზე გაშვება კი იმაში გამოიხატა, რომ ცურტაველის უეპარქიო სახელო უბოძეს და უშუალოდ საპატრიარქოში გადაიყვანეს, სადაც ყოველ წირვაზე ილია მეორის საპატიო ამალაში იყო გამოჭიმული…
აი, ამ სუბიექტმა, დღეს, ტელეკომპანია “მთავარის” საინფორმაციო გამოშვებაში გულმდუღარე მამულიშვილის მანტია მოისხა, ენა გაიმამაცურა, გარეჯის საქმეზე დაკავებულ ორ პიროვნებას სოლიდარობა გამოუცხადა, თავად საქმე პოლიტიკურ და საარჩევნო ინტრიგად მონათლა და წარბშეუხრელად განაცხადა – მე ყოველთვის პროგრესს ვემსახურებოდი და ახლაც ღიად ვაცხადებ, რომ ქვეყანას განახლება ესაჭიროებაო…
ბნელა, თან “მოშნად”…
კომენტარები