ყოფილი პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ხელისუფლებას ხომ შეეძლო ორი მეცნიერის დაპატიმრების გარეშე აეგორებინა ის პროპაგანდისტული პიარი, რის აგორებასაც ახლა ცდილობს, ანუ ნაცებმა რომ დავითგარეჯი და მიმდებარე ქართული მიწები გაყიდეს, ხოლო ბატონი ბიძინა რუსეთში მოღვაწე ქართველი პატრიოტის ვინმე დავით ხიდაშელის დახმარებით ამ მიწებს იბრუნებს? ჯანდაბას, საქმეც აღეძრა პროკურატურას ფაქტის გამო და დაებარებინა დაკითხვებზე ეს კარტოგრაფებიც და კომისიის სხვა წევრებიც.
კი, მე მაშინაც ვიტყოდი, რომ ეს სისულელეა და წინასაარჩევნო ტრიუკი, მაგრამ ორი ექსპერტის, ტექნიკური სამუშაოების შემსრულებლების, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ იღებენ, დაპატიმრება ლამის სამშობლოს ღალატის ბრალდებით (ეს მუხლი რომ ნაციონალებმა სპეციალურად ამოიღეს სისხლის სამართლის კოდექსიდან, კიდევ ცალკე ცირკია), არანაირ პიარში არ წერია: არც შავში, არც თეთრში და არც ჭრელში. ეს საერთოდ არაფერში არ წერია. სრულიად ელემენტარული საღი აზრი და სრულიად ელემენტარული მორალური პრინციპებია საჭირო, რომ ეს არ გააკეთო. ამ ხალხის დაპატიმრება არის თვით პოლიტიკურ ამორალიზმს მიღმა. აღარაფერს ვამბობ ამ საზიზღრობის ე. წ. გამპრავებლებზე, რომელთაც ნორმალურ საზოგადოებაში გამარჯობას არ ეტყოდა წესიერი ადამიანი.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თუკი აქამდე ასე თუ ისე ითვლებოდა, რომ ქოცები იდიოტები კი არიან, მაგრამ არც იმდენად ჩათლახები, ახლა მთელი საქოცეთი ჩალიჩობს დაამტკიცოს, არავიზე ნაკლები ჩათლახები ჩვენ არ ვართო.”
.
კომენტარები