საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დადასტურებულთა საერთო რაოდენობა 14 440-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 208 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7 367.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 113-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 792 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1042-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
“ალია” შეგახსენებთ, ქვეყნის მთავარი კლინიკა ისევ გადასახურია. გამოყოფილი თანხით, მხოლოდ დამიწება, ვენტილაცია და სხვა აუცილებელი პირობა მოგვარდა. რაც შეეხება სახურავს, შენობაც და სახურავიც “ავერსისაა”, შესაბამისად, ჯერ ისიც ვერ გაირკვა, სახელმწიფო აიღებს მის გადახურვას თავის თავზე, თუ “ავერსი”. პრემიერი გახარია ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში დაპირდა კლინიკას ახალ შენობას – თუმცა, ჯერ დანაპირები არ ჩანს.
“ალიამ” გადაწყვიტა, სანამ ინფექციური კლინიკა ამ დღეშია, კოვიდთან დაკავშირებული ყველა ახალი ამბავი, ინფექციურის ამ ფოტოთი გააშუქოს, მანამ, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება.
კომენტარები