“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ გახარიას მხრიდან დებატებზე თავის არიდებას მის სიმხდალესა და მოსალოდნელ მარცხის შიშს უკავშირებს. ვაშაძე აცხადებს, რომ ბატონ გახარიას სიმართელსთან დაპირისპირების შეეშინდა და ფარად მამუკა მდინარაძეს უშვებს. პრემიერობის კადიდატი გიორგი ვაშაძე მზად არის დებატებისთვის და მიაჩნია, რომ სწორედ ეს შეხვედრა კიდევე რთხელ გამოაჩენს სხვაობას „ქართული ოცნების“ ფულისმკეთებლების გუნდსა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ საქმისმკეთებლების გუნდს შორის.
“დღეს უნდა შემდგარიყო დებატები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის. მამუკა მდინარაძე ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია? თუ გახარიას უბრალოდ შეეშინდა დებატების, მარცხის აღიარების და სიმართლესთან დაპირისპირების? მართალია, მე არ მივცემდი მას ტყუილების თქმის საშუალებას. ქართველი ხალხის სახელით, მოვთხოვდი პასუხს სიღარიბესთან, უმუშევრობასთან და გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებულ პირდაღებულ კითხვებზე. მე მას რთულ შეკითხვებს დავუსვამდი, თუმცა თუ ის ნამდვილი ლიდერია, ამ გამოწვევისთვის უნდა ეპასუხა.გახარიას შეეშინდა და გადაწყვიტა, თავი აერიდებინა დებატებისთვის. ამის სანაცვლოდ, სხვისი გამოგზავნა მხდლური და უპატივცემულო საქციელია არა მარტო ოპოზიციის, არამედ საკუთარი მოქალაქეების მიმართ. მიუხედავად ამისა, მე მზად ვარ დებატებისთვის, რომელიც ნათლად გამოაჩენს სხვაობას „ქართული ოცნების“ ფულის მკეთებლების გუნდსა და ჩვენს, საქმის მკეთებლების გუნდს შორის. მე გამოვავლენ ახალ ფაქტებს, თუ როგორ არ აღელვებთ მათ ქვეყნის მოქალაქეები და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ იშოვონ მეტი ფული. მე წარმოვადგენ ჩვენს გეგმას, როგორ უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა საქართველოში.ბატონო გახარია, შეგიძლიათ, გაექცეთ ამ დებატებს, მაგრამ ვერსად გაექცევით 31 ოქტომბრის არჩევნებს, როცა ქართველი ხალხი თქვენს, დამსხვრეული ოცნებების რეჟიმს დაასრულებს და მას იმ ლიდერებით ჩაანაცვლებს, ვინც საქართველოს აღმშენებლობას შეუდგება,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კომენტარები