საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა.
ნინო ქადაგიძემ საბჭოს წევრთა 13 ხმა მიიღო. თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობიდან შეირჩა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ასრულებდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა.
კომენტარები