იმერეთში კორონავირუსზე 1 459 ბიოლოგოური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან „კოვიდ-19“ 104 პირს დაუდასტურდა.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების უმეტესი ნაწილი აქამდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია.
„რეგიონში სიტუაცია საყურადღებოა, მაგრამ არა – საგანგაშო“, – განაცხადა შალამბერიძემ.
მისივე ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევა 18 სკოლაშია დაფიქსირებული.
კომენტარები