22 წლის ქართველი გოგონა, გვანცა გეგუჩაძე, რომელიც ჩინეთშია გათხოვილი, საქართველოში არსებულ ქსენოფობიურ განწყობებს სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:
“ჯოი ის ადამიანია, რომელმაც სიყვარული მასწავლა. ჯოი ის ადამიანია, რომელიც ზრუნავს ჩემზე და ჩვენს ოჯახზე. ჯოი ის ადამიანია, რომელიც ნებისმიერ დროს მზად არის გადაჭრას ყველანაირი პრობლემა. ჯოი ის ადამიანია, რომელიც გაჭირვებისას არასდროს მიგატოვებს. ჯოი ის ადამიანია, ვისთვისაც ფული და ძვირფასი ნივთები მნიშვნელოვანი არ არის. ჯოი ისეთი ადამიანია, როგორიც საქართველოში სანთლით საძებნელია! ის არ ჰგავს 40 წლის “ბავშვებს”, რომლებსაც ემიგრანტი დედები ფულს წვალებით უგზავნიან და მაგ ფულსაც თამაშში და “წამალში” ხარჯავენ!
სანამ ქართველი კაცები უცხოელზე გათხოვილი ქალების კრიტიკას დაიწყებთ, მანამდე თქვენი თავი აკრიტიკეთ! ნუ იქნებით მუტრუკები! იმის მაგივრად რომ აუ აჭარაზე ჩამირიცხეე, ფული მასესხეეე, აუ სიგარეტი მიყიდეეე, უთხრათ ქალს, გაანძრიეთ ერთი ადგილი და გააბედნიერეთ ადამიანი, რომელიც მოგწონთ ან გიყვართ! და ნუ შეუქმნით ისეთ გარემოებას რომ მხოლოდ თქვენგან კიარა, ქვეყნიდანაც წავიდეს! ამ რეალობას თქვენვე ქმნით ქართველებო საქართველოში! და მერე ისევ გამოდიხართ და იწყევლებით და ილანძღებით!
არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, რა სარწმუნოების ხარ,რა ეროვნების ხარ! მთავარია ამ ცხოვრებაში იყო ადამიანი! მე ვამაყობ ჩემი არჩევანით! და არასოდეს ვინანებ! იმ ხალხს კი, ვინც ცუდ კომენტარებს წერს და ჩინელებს წყევლის და აგინებს, მინდა გითხრათ: ჩინეთი ამ ყველაფერს ძალიან მალე გაუმკლავდება, ერთ მუშტად შეკრული ერია! ეს ვირუსი ვერ შელახავს მათ ადამიანობას და ღირსებას!
P.S. მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, რომ არაფერი დამეწერა მაგრამ. P.S.S. პატივისცემით ჩინელის ქართველი მეუღლე,” – წერს გვანცა გეგუჩაძე.
კომენტარები