ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე 1 კვირით ადრე უნდოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დავით გარეჯის თემის წამოჭრა, თუმცა მედიამ დაასწრო და საქმე ჩაუშალა. ამის შესახებ „2020NEWS“-ს ექსკლუზიურად საარჩევნო კოალიციის – „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ სიის მე-16 ნომერმა, გუბაზ სანიკიძემ განუცხადა.
„ნოღაიდელის ჩვენებებს ბუმბულის წონა აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, რა ჩვენება მისცა. ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, რომ ეს საკითხი სპეციალურად, წინასაარჩევნოდ არის წამოჭრილი იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „გააშავონ“
მმართველ გუნდს სურს, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართული მიწების გაყიდვა და საქართველოს ღალატი დააბრალოს, სწორედ ამიტომაც დაიწყეს ეს წინასაარჩევნო კამპანია.
სანდო წყაროსგან ვფლობ ინფორმაციას, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე უნდოდა სააკაშვილის თემის წამოჭრა, რომ თითქოს ის მოღალატე და გამყიდველია, თუმცა ქართულმა მედიასაშუალებებმა ხელი შეუშალა და ინფორმაციის გასაჯაროება დაასწრო.
„ქართული ოცნება“ ისევე შეეწირება დავით გარეჯის საქმეს, როგორც თავის დროზე კომუნისტური პარტია შეეწირა. ეს უბედურები ვერ მოასწრებენ არჩევნებამდე სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას და თავად აღმოჩნდებიან „შავ დღეში“.
კომენტარები