თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის დელიმიტაცია-დემარკაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ღალატი ჩაიდინა, ვინც 2006-2007 წლებში საზღვრის თემაზე მუშაობდა და ისინი “კოლექტიური სააკაშვილები არიან”. ამის შესახებ ღარიბაშვილმა TV IMEDI-ს ეთერში ისაუბრა.
“მათ გარკვეულ მონაკვეთზე გამოიყენეს 70-იან წლებში გამოშვებული რუკები, გარკვეულ მონაკვეთზე 80-იან წლებში გამოშვებული რუკები. ბაბაქი არის მთა, რომელიც ჩვენს სარგებლობაში იყო და მიადგნენ ამ მწვერვალს 2006-2007 წელს. უცებ გაახსენდათ, რომ უნდა გამოიყენეონ 1938 წლის 200 000-იანი რუკა. წარმოიდგინეთ, რა ხდება, ამ რუკის მიხედვით აზერბაიჯანის მფლობელობის ქვეშ მოექცა სტრატეგიული, სამხედრო დანიშნულების სიმაღლე. მოვიდნენ დავითგარეჯთან, ქედზე გამოატარეს პირდაპირ საზღვარი, არადა ქედის დაბლა უნდა გამოეტარებინათ, 500 მეტრით დაბლა”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარები