კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით, თბილისის შემდეგ, ამ დრომდე მეორე ადგილზე აჭარა რჩება, სადაც გასულ დღე-ღამეში 286 ინფიცირებული გამოვლინდა. დღის ბოლოს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 14 ახალი პაციენტი დაემატა. კლინიკაში სულ 202 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. აქედან 45 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. 6-ის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან, 366 თბილისში გამოვლინდა.
კიდევ 4 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კომენტარები