19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე აზერბაიჯანში მკაცრი კარანტინის რეჟიმი იმოქმედებს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა მიიღო.
ამ გადაწყვეტილების თანახმად, 19 ოქტომბრის 00:00 საათიდან 2 ნოემბრის 06:00 საათამდე მუშაობას შეწყვეტს ბაქოს მეტრო, არადადეგები გამოცხადდება ყველა სასწავლო დაწესებულებაში. ამავე პერიოდში საჯარო სამსახურებში თანამშრომლებთა რაოდენობა 30%-მდე შემცირდება, დანარჩენები კი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.
გარდა ამისა, 65 წელს გადაცილებულ და მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ სხვა პირებს რეკომენდაცია ეძლევათ, საცხოვრებელი ადგილები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დატოვონ.
კომენტარები