„თქვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაქა არის ის, რომ თქვენ, ყველამ ერთად მხარი დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც ქართველ სამხედროებს დააბრალეთ ომის დაწყება“, – მიმართა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გამართულ დებატებში.
მისი თქმით, ეს არის საკითხი, რომელიც ყველა სატელევიზიო ეთერში უნდა აღინიშნოს.
მამუკა მდინარაძე დაინტერესდა – გიორგი ვაშაძე, რომელსაც პრემიერ-მინისტრობა სურს, გარდა რეზოლუციის მხარდაჭერისა, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ასევე ადეიშვილის მოადგილეობის პერიოდსა და ზოგადად ყოფილი ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულზე.
კომენტარები