სომხეთში ზედიზედ მე-3 დღეა კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება.
სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,465 ადამიანს დაუდასტურდა, 13 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
სულ ქვეყანაში კორონავირუსის 61,460 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,056 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 47,541.
კომენტარები