კორონავირუსისი ინფექცია ქართულ რაგბში – თბილისის “ლოკომოტივისა” და კიკეთის “იუნკერების” მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მორაგბეები თვითიზოლაციაში არიან გადასულები.
ვირუსი “ლოკომოტივის” 1 და “იუნკერების” 2 მოთამაშეს დაუდასტურდა. “ლოკომოტივის” კიდევ 10 მორაგბე ტესტის პასუხს ელოდება.
“7-ში ითამაშა, ყოჩაღბი ბიჭია, მაგრამ კარგად ვერ ითამაშა, მე ვუთხარი, რომ გასინჯულიყო. სიცხიანი მაინც ვარჯიშობდა, აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი ჰქონდა”, – ამბობს “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი.
ინფიცირებულ მორაგბეებს შორის ეროვნული ნაკრების წევრები არ არიან. კორონავირუსის გამო გადაიდო “დიდი ათის” ორი შეხვედრაც, სადაც ამ ორ გუნდს უნდა ეთამაშა.
რაგბის კავშირის განცხადებით, კორონავირუსი დადასტურდა პირველი ლიგის კლუბ “დევებში” და ბათუმის “ა” ლიგის გუნდში.
კომენტარები