გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის სფეროში გიორგი ფხაკაძე საქართველოში გამწვავებულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი ისევ კარანტინის შემოღებაა.
“როცა ინფექციური საწოლების რაოდენობა შენ არ გაქვს, პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილი იქნება, -უთხრა მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმს”
„საქართველოში ერთადერთი გამოსავალია ისევ კარანტინის შემოღება. ვიცი, რომ არაპოპულარულია რასაც ახლა ვამბობ, ძალიან ბევრი ადამიანი გამლანძღავს, მაგრამ რეალურად ჩვენ არ გვაქვს ამის საშუალება – არ გვაქვს რეანიმაციული საწოლები.
ევროპას ამის ფუფუნება აქვს, ხალხის გადამზადება უკვე აპრილიდან დაიწყო, საავადმყოფოების გადაიარაღება, ტრენინგები და ა.შ. ანუ ამაზე ხალხი 7-8 თვე მუშაობს. მათ აქვთ ფუფუნება იმისა, რომ ქვეყნები არ ჩაკეტონ, ინფექციური საწოლების რაოდენობა აქვთ და შენ, როცა ინფექციური საწოლების რაოდენობა არ გაქვს, პრაქტიკულად იქნება სიკვდილი პირდაპირი მნიშვნელობით!“, – განაცხადა ფხაკაძემ.
ამას ითხოვდა “ალია” 26 იანვრიდან მოყოლებული, ექიმების გადამზადებას, საწოლფონდის შევსებას, სპეც. კლინიკების მოწყობას – მაგრამ, მთავრობამ 200 ლარის დარიგება არჩია და სასტუმროების ნაწილისთვის ფულის გადახდა! მერე კი, იმის ძახილი დაიწყო, რომ ვირუსი სასიკვდილოა, არადა, ვირუსი კი არ არის სასიკვდილო, გაუმართავი ჯანდაცვის სისტემაა სასიკვდილო და არც ის დაგვვიწყებია, 1 მაისს რომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ნაწილი გააუქმეთ დიდ ქალაქებში, ვისაც 13 000 პაციენტზე მეტი არა ჰყავს, არ გვჭირდებაო – ყოფილა საჭირო პირველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმები? აღარ გყოფნით სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები და ახლა გვეუბნებით, რამდენიმე საათის დაგვიანება არაფერიაო. კი, არაფერია, სიკვდილის გარდა. აი, ამიტომ ითვლიდა “ალია” საწოლებს, თორემ, მოცლილი კი არ იყო!
შეგახსენებთ, დღეს 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 11 ადამიანი.
კომენტარები