მართველმა გუნდმა ქ. სენაკის ერთ-ერთ ოლქში არარსებული ქალბატონი – 1957 წელს დაბადებული მარინე გეგენავა დაარეგისტრირა – ამის შესახებ ექსკლუზიურად „2020NEWS“-ს „ლელოს“ ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარობის კანდიდატმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, დიპლომატმა გიორგი ბარამიამ განუცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გამაყალბებელი მანქანა აამუშავა, ფიქსირდება უამრავი ფაქტი, სადაც ისინი არარსებულ ადამიანებს არეგისტრირებენ.
ქალაქ სენაკში, N26.64.06 საარჩევნო უბანში დარეგისტრირდა, 1957 წელს დაბადებული ქალბატონი- მარინე გეგენავა, რომელიც ჩაწერილია მისამართზე – ქ.სენაკი. ლეო ქიაჩელის ქუჩა N5-ში.”
მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ „გამაყალბებელი მანქანის“ ერთ-ერთი გმირი, წალენჯიხის რაიონში დიდი ოდენობით ქონების მფლობელია, რომელიც „ოცნებას“ არჩევნების არალეგიტიმურ ჩატარებაში უწყობს ხელს.
„ოცნების“ ერთ-ერთ „ყალბ“ ამომრჩეველს, ქალბატონ მარინა გეგენავას წალენჯიხის რაიონში უფიქსირდება დიდი ოდენობით ქონება, ამ ქალბატონს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია ქალაქ სენაკთან და მით უმეტეს, ლეო ქიაჩელის N5-თან.
მე მივედი ამ მისამართზე, რათა გამერკვია ამ ქალბატონის წარმომავლობა, თუმცა ლეო ქიაჩელის N5-ში მცხოვრებმა ოჯახმა მის შესახებ არაფერი იცოდა. საოლქო კომისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ ეს ქალბატონი მიაწერა სიას ისე, რომ ამ მისამართზე მცხოვრები ოჯახისთვის ნებართვაც კი არ უთხოვიათ.
“ოცნება“ ხელოვნურად ზრდის მხარდამჭერთა სიას, თუმცა ოპოზიცია გაყალებების საშუალებას არ მისცემს“, – განაცხადა „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა.
კომენტარები