ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, ბიბლიოთეკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია, მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.
“ეროვნული ბიბლიოთეკა, ჯანდაცვის უწყებებთან და მსოფლიოს საუკეთესო ბიბლოთეკებთან კოორდინაციით, მუშაობდა ვიწრო კლასტერული პრინციპით, წესების ზედმიწევნით დაცვით და ინფიცირებულის კონტაქტ-ჯგუფი, სავარაუდოდ, ფართო არ არის – მით უფრო პიროვნება თითქმის კვირაა, რაც თვითიზოლაციაში იმყოფება,” – წერს გიორგი კეკელიძე.
მისივე თქმით, ეროვნული ბიბლიოთეკა დაწესებული, შეზღუდული სამუშაო განრიგით აგრძელებს მუშაობას.
კომენტარები