ჟურნალისტი, დათო ხვადაგიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
„დედანი“, „დედნები“, „ორიგინალი“ და რა ვიცი რა აღარ მესმის ამ რუკებთან დაკავშირებით !!!მოკრძალებულ აზრს გამოვთქვავ, რადგან გეოდეზისტი ვარ პირველი პროფესიით და მაგ საქმეში მგონი „ცოტა რაღაც“ მესმის !!! როცა ამბობთ „დედანს“, ან „ორიგინალს“, ჩემი განათლებიდან გამომდინარე, თვალწინ წარმომიდგება დიდ პლანშეტზე, ანაც სპეციალურ ქაღალდზე დატანილი, საველე სამუშაოების შემდეგ დამუშავებული მონაცემები, რომელიმე შესაბამისი პროფილის მქონე ინჟინერის მიერ, რაც შესრულებულია ტუშით და რეისპენდერის (სპეც ასე ვთქვათ კალამი, რითაც იხაზება მსგავსი ნახაზები) გამოყენებით !!!ესაა ბატონებო დედანი და ორიგინალი თუ გაინტერესებთ პროფესიული ენით რომ ვთქვათ !!! აქ არ შეიძლება იყოს „დედნები“ და ბევრი „ორიგინალები“, ის ერთია და მორჩა !!!
როცა ამას შესაბამისი სტრუქტურები მიიღებენ და დაამტკიცებენ, ამის შემდეგ ხდება მისი მასობრივად ბეჭდვა ტიპოგრაფიული წესით და რამდენიც არ უნდა დაიბეჭდოს, ისინი მაინც ორიგინალებად და დედანად ითვლება, რადგან იმ პირველად ნახაზს არავინ არ დააფრიალებს შემდეგ წინ და უკან !!!„კოპია“ კიდევ არის, იმ რუკების გადაქსეროქსებული პირები, ან ფოტოასლები, რომელიც რაღაც საჭიროებისთვის, ვინმე ორგანიზაცია, ან პირი დაამზადებს თავისთვის !!!
ასე რომ, მე მაინტერესებს, როცა მიდის ე.წ. „დედნებზე“ საუბარი, ჯერ ერთი, რა ტიპის „დედნებია“ წარმოდგენილი ? რაც ვთქვი პირველ შემთხვევაში, ის მხოლობით რიცხვშია და „ები“ არ შეიძლება გამოყენებული იქნას, ხოლო თუ მეორე ვარიანტთან გვაქვს საქმე, საუბარი იმაზე, რომ ეს ერთადერთია და გინდაც ორად-ორი, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია !!!
ჰო, აქ საუბარი არ მაქვს იმაზე, ამ საქმეში ღალატზეა საუბარი, თუ არა. მანდ სხვა დეტალებია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რაღაც რუკების „დედნების“ და „ორიგინალების“ ფრიალი !!! მე დოკუმენტის წარმომავლობასა და მის არსზე მაქვს ამ შემთხვევაში აქცენტი !!!პატივისცემით ექს-გეოდეზისტი (ტოპოგრაფიული განათლება მიღებულიც) დ.ხ.
კომენტარები