ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძე და ის მეგობრები, რომლებთანაც მას შაბათს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
„შაბათს, ჩემს მეგობრებთან, მამუკა მდინარაძესთან და კიდევ ერთ ჩემს მეგობართან ერთად, მივედით ერთ-ერთ ჩვენს მეგობართან სავახშმოდ. მისვლიდან დაახლოებით, 10-15 წუთში დამირეკეს და მითხრეს, რომ გურიაში რამდენიმე პირს დაუდასტურდა კორონავირუსი, ვისთანაც კონტაქტი მქონდა. მაშინვე წამოვედით იქიდან მეც და ჩემი მეგობრებიც. შესაბამისად, მამუკა მდინარაძეც წამოვიდა იქიდან და გადავიდნენ თვითიზოლაციაში. ძალიან მინდა, რომ არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდეს ვირუსი და არ დავაყენო ისინი ამ რისკის ქვეშ”
კომენტარები