სომხეთმა რომც აღიაროს მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, სხვა ქვეყნები ამას მაინც არ გააკეთებენ, მათ შორის, არც რუსეთი. „სომხეთი თავად არ აღიარებს ყარაბაღის დამოუკიდებლობას და ცოტა უცნაურია, სხვა ქვეყნებს ამას როგორ თხოვს?“ – ამის შესახებ “2020NEWS“-თან საუბარისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს:
„პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას თავად სომხეთმა. თუ თავად არ აღიარებს ყარაბაღის დამოუკიდებლობას, უცნაურია, ამას სხვას როგორ თხოვს? იმ შემთხვევაშიც კი, თუ სომხეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, დარწმუნებული ვარ, შედეგი მაინც არ მოყვება.
აღიარება ასე ადვილად არ მოხდება. ეს არის მხოლოდ განცხადება. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ამ ვითარებაში აღიაროს ყარაბაღის დამოუკიდებლობა, ეს არის მხოლოდ სომხეთი.
ახლა დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან კარგად იციან, თუ გაჩერდებიან, შესაძლებელია, უპირატესობა დაკარგონ, თანაც დიდი ხნით. ერთის მხრივ, ამბობენ, რომ თანახმა არიან საბრძოლო მოქმედებები შეაჩერონ, მაგრამ, მეორეს მხრივ, საბრძოლო მოქმედებს აგრძელებენ.
აზერბაიჯანისათვის აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაკავება. პირველი რიგის ამოცანა – ქალაქი შუშის დაკავება, რომელიც სტეფანაკერტის ახლოსაა.
რაც შეხება თურქეთის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას, სხვადასხვა ქვეყნის მიერ სომხეთის იარაღით მომარაგების შესახებ, ეს დეკლარატიული განცხადებაა და არ უნდა გაგვიკვირდეს. მხარებს ამარაგებენ იარაღით მსოფლიოს ქვეყნები, მაგალითად, რუსეთი ორივე ქვეყანას ამარაგებს იარაღით, აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც.
აზერბაიჯანი და თურქეთი ცდილობენ, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეტიდენტო არჩევნების დასრულებამდე სერიოზულ შედეგს მიაღწიონ ყარაბაღში.
სომხეთს რესურსები ეწურება, თუმცა არ არის გამორიცხული,საჭიროების შემთხვევაში, სომხეთის მხარეს ბრძოლაში რუსეთის ჯარის ნაწილები ჩაერთონ, ოღონდ არა რუსული ფორმით.
რუსეთს აწყობს მხარეების დასუსტება, მაგრამ არ აწყობს თურქეთის გაძლიერება, ამიტომ ცდილობს, უფრო და უფრო აქტიურად ითამაშოს შუამავლის როლი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთას ჭირდება იქ საბრძოლო მოქმედებების გაჩერება. ოღონდ ყველაფერს გააკეთებს, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სტეპანაკერტის აღება არ დაუშვას“
ფოტო – 2020NEWS
კომენტარები