ბავშვთა გასართობი ცენტრი “ქენდი ლენდ”-ის მეპატრონე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ცარიელი დარბაზის ფოტოს და წერს:
“მეგობრები მეხუმრებოდნენ რა ყველაფერს ყიდიო, გავყიდე მანქანა, ისევ გავყიდე მანქანა, გავყიდე ნაკვეთი, გავყიდე სახლი, გავყიდე ნივთები, ყველაფერი გავყიდე რომ ეს შემენარჩუნებინა და დადგა უკიდურესი დრო, ჟამი და ამასაც ვყიდი ყველაფერს ვყიდი რომ უკვე ობიექტი კიარა ჩვენ გადავრჩეთ
თქვენ ნამუსზე იყოს ჩემი და ჩემი კოლეგა მეგობრების, ჩვენგან დასაქმებული ადამიანების ამჟამინდელი მდგომარეობა!!!
ვყიდი!!!! მაგრამ ამის საბაზრო ღირებულებაც ხომ ნულოვან ნიშნულამდე დაეცა თქვენი პოლიტიკის წყალობით?!!!
მოკლედ იყიდება ქენდი ლენდი!!!!
აქ ვერანაირ პერსპექტივას ვეღარ ვხედავ, არამც თუ ჩემსას არამედ ვეღარც ჩემი შვილებისას!!!!
მივიღე ყველაზე უკიდურესი გადაწყვეტილება!!!
იყიდება ქენდი!!!!”
კომენტარები