მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ პირბადეების ტარების წესების დარღვევისთვის ზომები გამკაცრდეს, თუ ეს საჭირო გახდება. “საკანონმდებლო ცვლილებებიც არ იქნება პრობლემა” – ამბობს მეზვრიშვილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ:
“პირბადის არგაკეთება და ამ წესის შეუსრულებლობა ჩვენთანაც ისჯება, მოგეხსენებათ ჯარიმაა დაწესებული დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე სიარულისთვის. თუმცა, ჩვენ ახლა ისეთ ეტაპზე ვიმყოფებით, ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, არ უნდა დაგვჭირდებოდეს შოლტის ეფექტით მუშაობა. სხვათაშორის, სიტუაცია მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, გაგებით ეკიდებიან ჩვენი მოქალაქეები და რეკომენდაციებს ამ ნაწილში სულ უფრო და უფრო ასრულებენ, მათ შორის გარე სივრცეშიც”.
კომენტარები