ლია მუხაშავრია, პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა“:
„საზოგადოება დაიღალა სამართლიანობის მოთხოვნაში.
ადამიანებს დარღვეული უფლებების აღდგენის მოთხოვნის აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება აქვთ. საზოგადოება მოითხოვს დაისაჯონ დამნაშავეები.
დაისაჯონ სამართლიანად, კანონიერად და პროცედურების ზედმიწევნით დაცვით, იმიტომ, რომ მათგან არცერთი მათგანი შემდგომში პოლიტპატიმრად არ იქცეს.
ასე რომ, ის ამბავი, თითქოს ოპოზიცია შეთანხმებულია იმ ამბებში, რომ არავინ დაისჯება, გარწმუნებთ არ არის სიმართლე.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, პარტია „ დავით ჭიჭინაძე- ტრიბუნა“ სწორედ ამისთვის იბრძვის.
პირადად მე, დიდი ხანია რეგიონში ვცხოვრობ და ზუსტად ვიცი, ვხედავ იმ გაჭირვებას, როგორშიც ადამიანები განსაკუთრებით რეგიონებში ცხოვრობენ. ამიტომ, როდესაც „ოცნების“ ხელისუფლების პირველი პირები ასე ამაყად გვესაუბრებიან სტაბილურობაზე და ეკონომიკურ წინსვლაზე, მათი განცხდებები მიუნჰაუზენის განცხადებებს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას.
ამიტომაც აქვთ მათ საზოგადოებასთან, თავისუფალ მედიასთან შეხვედრის შიშები და მხოლოდ უზარმაზარი საარჩევნო ბილბორდებიდან გვიმზერენ მდუმარედ და გაყინული ღიმილით“
კომენტარები