60 წლის მამაკაცს, რომელსაც განგრენა აქვს, კორონავირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი 3 დღეა, ქობულეთის ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში იმყოფება. მასთან ამ დრომდე ეპიდემიოლოგები არ მისულან. ფაქტის შესახებ “2020NEWS”-ს სასტუმროდან შეატყობინეს.
“სამი დღეა ეს მამაკაცი სასტუმროშია. ასეთ მძიმე ავადმყოფს რა უნდა სასტუმროში? ის საავადმყოფოში უნდა იყოს და ოპერაცია უტარდებოდეს. სამი დღეა უპატრონოდაა და მისი ბედით არავინ ინტერესდება”, – განუცხადა სააგენტოს სასტუმრო „აიეტის“ ბინადარმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა. ინფორმაციის გადასამოწმებლად, ჩვენ სასტუმრო “აიეტის” ადმინისტრაციას დავუკავშირდით. “ყველაფერი წესრიგშია, არავითარი პრობლერმა არ არსებობს”, – განაცხადა სასტუმროს ადმინისტრატორმა და ტელეფონი გაგვითიშა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს აცხადებს, რომ ასეთი ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. თუ პაციენტი კოვიდ-სასტუმროშია, იქ სამედიცინო პერსონალი არის და პაციენტების ჯანმრთელობაზე ისინი იზრუნებენ”
სასტუმროებში რეანიმატოლოგები გვყავს? – არა
საოპერაციოა მოწყობილი სასტუმროში? – არა
რისკ ჯგუფში მყოფი პაციენტის მდგომარეობას ამძიმებს ვირუსი – კი
გარდაცვალებისას, თანმხლები დაავადებების ჩამოთვლით თავს იმართლებენ? – კი
რისკ ჯგუფში მყოფი პაციენტი სასტუმროში უნდა იყოს – არა
დაგვცინიან? – კი
კომენტარები