პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში მოქალაქეებით გადატვირთული მეტრო “სადურის მოედნის” ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“ეს ხდება მეტროში. მთავრობამ ბარები და რესტორნები აკრძალა და ეს ხალხი მიაწყდა მეტროს. ასე იცის ხელისუფლების უთავბოლობამ და ვითომ რაღაცის კეთებამ. მეტროზე გამახსენდა და რას შვება ქალაქის მერი ქუჩებს არ რეცხავს “პაკაზაწელნა”?”
გადატვირთული მეტროს ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში, ბევრი აქვეყნებს, ზოგი ბრაზობს, ზოგი ხუმრობს, ერთი ირონიულად წერს:
“ნაცები, ნაცები, ნაცები მეტროში!”
შეგახსენებთ, კახა კალაძეს და “ოცნების” სხვა ლიდერებს, აჭარაში ხალხმრავალი აქცია “გაუკვირდა” და პირდაპირი გაგებით ხალხის დაინფიცირების სურვილი დააბრალეს ოპოზიციას, თუმცა, რატომღაც იმის თქმა დაავიწყდათ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოველ დღე ეს სიტუაციაა და ამ პრინციპით, ისინის ხალხის დამაინფიცირებლები გამოდიან, თან ამაში ფულსაც ვუხდით!
სოციალურ ქსელში გადატვირთული მეტროს ამსახველი ვიდეო მასალაც გავრცელდა.
კომენტარები