სადაზღვევო კომპანია 186- ტენდერიდან 68 -ში უკონკურენტო იყო. “უნისონის” საქმიანობაზე კვლევას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
როგორც ოფიციალური ინფორმაციიდან ვიგებთ, მთლიანობაში კომპანიის დამფუძნებელს ილია კეჭაყმაძეს და მის უნისონს 30 მილიონის ტენდერი აქვს მოგებული.
როგორც აღმოჩნდა, კეჭაყმაძე “ქართულ ოცნების” გულუხვი შემომწირველია. მან მმართველ პარტიას 327 მილიონი ლარი შესწირა.
“ოცნებაში” 60 ათასი ლარი გადარიცხა ილია კეჭაყმაძის მეუღლემ მარინა დოლიძე-კეჭაყმაძემაც.
“ფლანგვის დეტქტორის” ინფორმაციით, ილია კეჭაყმაძე კალაძის “კალა კაპიტალის” დირექტორიცაა და მისი “უინისონი” საკონცერტო დარბაზ „ბლექსი არენა ჯორჯიასაც” აზღვევს.
ცნობისთვის, დოლიძის სახელზე რეგისტრირებულ ავტომობილს უკავშირდება კანონიერი ქურდის რომან ბარბაქაძის – იგივე “რემენას” აეროპორტიდან გაპარება.
აღსანიშნავია, რომ მარინა დოლიძე-კეჭაყმაძე ოზურგეთის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის, გელა კობალაძის საქმეშიც ფიგურირებს, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე 2017 წელს დააკავეს.
კომენტარები