საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა და ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება დაუშვებელია.
„ახლა ამის პირდაპირი ეთერით გაშუქება არ შეიძლება, რადგან ღონისძიება მიმდინარეობს ამ წუთებშიც. ერთი ადამიანია დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ შეიჭრა ბანკის ფილიალში.
სამართალდამცველები ყველა ღონეს გამოიყენებენ, რომ ეს ღონისძიება დამთავრდეს მშვიდობიანად.
რაც შეეხება კრიმინალს, არის გარკვეული დანაშაულებები, სადაც ზრდა გვაქვს, რადგან ზოგიერთი დანაშაული საერთოდ არ იყო 3-4 წლის წინ კვალიფიცირებული, თუმცა შეადარეთ მძიმე დანაშაულებების მუხლები 10, თუნდაც 15 წლის წინანდელ პერიოდს“, – აღნიშნა გახარიამ.
ცნობისთვის: ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ამ წუთებში ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
კომენტარები