ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირმა მძევლების ნაწილი თავად გაათავისუფლა, თავდასხმის დროს იქ მყოფმა მოქალაქეების ნაწილმა კი თავად მოახერხა სახანძრო კიბით შენობიდან გაღწევა.
შენობა ზუგდიდში, სადაც შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევლად 19 პირი აიყვანა, სამსართულიანია, უკანა მხარეს სახანძრო კიბე აქვს. როცა შევიდა, ცხადია, თავდამსხმელმა მთელი შენობის გაკონტროლება ვერ მოახერხა, ამიტომ თანამშრომლებისა და მოქალაქეების ნაწილმა შენობა უკანა კიბით დატოვა, ნაწილი კი თავად თავდამსხმელმა გაათავისუფლა, – განაცხადა სამეგრელოს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.
შეგახსენებთ, შეიარაღებული პირი შენობაში დაახლოებით 14:30 სთ-დან იმყოფება. ის მთავარი არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას დაუკავშირდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაავრცელა პირდაპირ ეთერში თავისი მოთხოვნა – მანქანა ან ვერტმფრენი, უსაფრთხო კორიდორი და 500.000 აშშ დოლარი, ასევე სპეცრაზმის გაყვანა მიმდებარე ტერიტორიიდან.
შეიარაღებულმა პირმა სამართალდამცველებს ორი საათის ვადა მისცა.
კომენტარები