ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“საინტერესოა, ამ ბანდიტს როგორ დაუკავშირდა “მთავარი ტელეკანალიზაცია”?
შემდეგ, წამყვანმა სასწრაფოდ გადააკეთა (ეტყობა, პროდიუსერმა ყურში ჩასძახა) და დაგვიკავშირდაო…
გვარამიამ კი დაწერა, აქეთ დაგვიკავშირდაო, მაგრამ მოდელირებულების ნაცრეჟისორებისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
ყველაფერს უნდა გაეცეს უმკაცრესი პასუხი!
მძარცველისა და “შემთხვევით მოხვედრილი” შუამავალი “მძევლის” ამბავი ნამდვილად გაირკვევა.
ბოროტ ნაცსექტას აწეული აქვს თემა, რომ ლამის ქვეყანა წალეკა კრიმინალმა და ასეთი რამ სააკაშვილის დროს არ იყო და არც მსოფლიოში ხდება.- ‘ჩაგუგლეთ’ სიტყვები (“საქართველოს ბანკზე” ანდა “ლიბერთიზე” თავდასხმა) ნაცრეჟიმის წლების მიხედვით (2003-2012 წწ) და ნახავთ, რამდენი ასეთი სამწუხარო ფაქტი მოხდა.
– ფსევდო-პროდასავლურნო ნაცსექტანტებო, FOXNEWS-ს, CNN-ს, BBC-ს არ უყურებთ, ინგლისური ხომ იცით? რამდენი ტერაქტი, შეიარაღებული ძარცვა თუ მასობრივი სროლები ხდება კოლეჯებსა თუ ბარებში.
თქვენგან განსხვავებით, ამერიკისა და ევროპის ოპოზიციონერები ხელისუფლებას კონკრეტულ პოლიტიკებზე ეპაექრებიან – თუ როგორი უნდა იყოს ამა თუ იმ ქვეყნის პოლიციის დაფინანსება და ა.შ. თქვენსავით, შემთხვევის ადგილებზე გავეშებულნი არ დარბიან (აზრადაც არ მოუვათ) და იაფფასიან საცირკო, ტრაგიკომიკურ პერფორმანსებს არ აწყობენ.
სააკაშვილმა სიურპრიზები დაგვიანონსა. ნებისმიერ მათგანს ჩვენი ხელისუფლება გასცემს ჯეროვან პასუხს, ხოლო საზოგადოების პასუხი კრიმინალ ნაცსექტას გაეცემა 31 ოქტომბერს!”
კომენტარები