ირაკლი კობახიძე ზუგდიდში სპეცოპერაციის მიმდინარეობის პარალელურად, სადაც 19 ადამიანია მძევლად აყვანილი მედიაზე საუბრობს, მათ მოიხსენიებს “გლავკანალად” და “პერვიკანალად”:
“რაც შეეხება მედია საშუალებებს, ერთი, რომ იყო უპასუხისმგებლო ქმედებები, და კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულსაც კი შეიცავდა, ამას გეუბნებით როგორც იურისტი… როდესაც ასეთი მძიმე ვითარება არის და 19 ადამიანია გასათავისუფლებელი და თქვენი ჟურნალისტი – “გლავკანალის” და “პერვიკანალის” მიდის პრემიერმინისტრთან და ეკითხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, ეს არის სირცხვილი – აი, ეს არის სირცხვილი ” – თქვა კობახიძემ და პრესკონფერენციის ოთახი დატოვა.
კომენტარები