“ძალა ერთობაშიას” წევრი, მამუკა გამყრელიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვალდებული ვარ დავწერო. ირაკლი კვარაცხელიას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვმეგობრობ მასთან ფეისბუკით უკვე წლებია.
ეს ადამიანი არის პატრიოტი, შეყვარებული თავის ქვეყანაში. გონიერი და სინდისიერი. მისი დაკავშირება ამ ინცინდენტთან, რაიმე სახით გარდა შემთხვევითობისა, გახლავთ უგუნურება და უნამუსობა.
ამავე დროს, უნდა ვთქვა, რომ ხელისუფლების დადანაშაულებაც რაიმე დადგმულ სპექტაკლში სრულიად არის აზრს მოკლებული. თუ ვინმეს არ აწყობს ის რაც ხდება ზუგდიდში, არის სწორედ ხელისუფლება. ასეთი ინცინდენტები ხდება ყველგან და მათ მშვიდობიან დასრულებას დიდი დრო სჭირდება ხოლმე. ამიტომ, უაზრო პოლიტიზირებას და ერთმანეთის ლანძღვას, ჯობია დაველოდოთ სიტუაციის განმუხტვას და ვუსურვოთ მძევლებს მშვიდობით დაბრუნება.”
კომენტარები