„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი ადამიანების ნაცვლად, მძარცველს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.
ის ახლა თავდამსხმელთან ერთადაა. მის გარდა, მძევლებს შორის კიდევ ორი პირია – ბანკის მენეჯერი და სავარაუდოდ, მომხმარებელი, რომელიც შეჭრისას ბანკში იმყოფებოდა.
გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ მძარცველმა შენობა ხელყუმბარით დატოვა, მის თანმხლებ პირთაგან ერთ-ერთს ჩანთა გამოჰქონდა, სავარაუდოდ მოთხოვნილი თანხა.
კომენტარები