როგორც ადგილობრივი ტელევიზიის “ოდიშის” მიერ გადაღებულ ვიდეო კადრებში ჩანს, მძარცველი „საქართველოს ბანკის“ შენობას სამ მძევალთან ერთად ტოვებს.
მათგან ერთი ბანკის მენეჯერია, მეორე სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავაა, ხოლო მესამე პირი სავარაუდოდ, ბანკის ერთ-ერთი მომხმარებელია.
მძევალი შენობიდან ხელყუმბარით გამოდის, მის თანმხლებ მძევალს კი ხელში ჩანთა უჭირავს, რომლითაც სავარაუდოდ, თანხა გადააქვს.
შემთხვევის ადგილს, თავდამსხმელი მძევლებთან ერთად პოლიციის პიკაპით ტოვებს…
კომენტარები