დავით ხვიბლიანი ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო ინტერვიუში ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობაში მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ პოლიციამ მისი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ამოიღო.
მისი თქმით, ბანკის ვიდეოკამერის კადრებიც დაამტკიცებს, რომ თავდამსხმელის მოკავშირე არ ყოფილა, რადგან კადრებში ჩანს, როგორ დაადო თავდამსხმელმა იარაღი და დარეკვა აიძულა.
“მე არანაირი პრობლემა არ მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პირიქით, მადლობებს მიხდიან, რომ ისე მოვიქეცი და რაღაცნაირად ის ტყვეები გავათავისუფლე და კავშირზე გავდიოდი”
კომენტარები