ჟურნალისტი, თაზო ბენიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“გამარჯობა, მოკლედ გიყვებით ამბავს:
ჩვენთვის 112 დარეკვა პრობლემა არ ყოფილა, მალევე გვიპასუხეს და მიიღეს ჩვენი გამოძახება. პაციენტს აწუხებდა: თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება, თავის ტკივილი, სასუნთქი მილის წვა და დაკარგული აქვს სუნის შეგრძნება….
რათქმაუნდა მანამ სასწრაფოს გამოძახებას დავაფიქსირებდით, ოჯახის ექიმთან გავიარეთ სატელეფონო კონსულტაცია, გამოწერა რეგიდრონი და ბორჯომი, ასევე სატელეფონო კომუნიკაციით და დასძინა, რომ თუ ორი საათის განმავლობაში უკეთ არ იგრძნობდა თავს, მიგვემართა 112- ისთვის, ჩვენც დაველოდეთ დროის გასვლას და როდესაც შედეგი ვერ მოვიღეთ, დავრეკეთ და გავაკეთეთ გამოძახება….
დაახლოებით ნახევარ საათში გვირეკავს სასწრაფო დახმარების ექიმი და ითხოვს პაციენტთან გასაუბრებას, რათქმაუნდა ვაწოდებთ ტელეფონს პაციენტს და შედგა კომუნიკაცია. ექიმმა გამოიკითხა თუ რა აწუხებდა პაციენტს და როდესაც ავადმყოფმა მოახსენა პრობლემის შესახებ და მოახსენა იმის შესახებაც, რომ ამ სიმპტომების გამო ოჯახის ექიმმა ურჩია რომ გამოეძახა სასწრაფო, მაშინ გაისმა ექიმის კითხვა: რის საფუძველზე გადაწყვიტა ოჯახის ექიმმა რომ მოწამლული ხართ, მაშინ როდესაც რასაც თქვენ მეუბნებით არის გრიპის და ვირუსის ნიშნები?! აქ გავოცდით ჩვენც და რათქმაუნდა ვერაფერი ვუპასუხეთ…
საუბარი გრძელდება, ექიმი: (სასწრაფო დახმარების) – ჩვენ შეგვიძლია მოვიდეთ, მაგრამ ჩვენი მოსვლით მაინც ვერ დადგინდება გაქვთ თუ არა კორონა, უნდა გადაგიყვანოთ კლინიკიაში, ნუ, თუ რათქმაუნდა მოიძებნება თავისუფალი კლინიკა! აქვე აღნიშნა რომ წეღან ყავდა პაციენტი და კლინიკის უქონლობის გამო, გადაიყვანა კოვიდ სასტუმროში და გვეკითხება ოდნავ შემაშინებელი ტონით: -ხომ იცით რასაც ნიშნავს კოვიდ სასტუმრო ?! აგრძელებს: თქვენ შეგიძლიათ ეხლა გააუქმოთ გამოძახება და ხვალ თავად მიხვიდეთ “ევექსის” კლინიკაში და უფასოდ ჩაიტაროთ კოვიდ ტესტი. ბოლოს გვთხოვა, -რადგან შევთანხმდით მაშინ დარეკეთ კვლავ 112-ზე და დააფიქსირეთ განაცხადი, რომ აუქმებთ გამოძახებასო.
ვრეკავთ 112-ზე: – გამოძახება გვქონდა (მისამართს არ ვეუბნებით) და გვინდა გაუქმება, -დიახ თქვენთან მანქანა გამოსულია, გვეუბნება იპერატორი, -არა აღარ გვინდა სასწრაფო, ვაუქმებთ ქალბატონო, -რატომ აუქმებთ? რა არის მოზეზი, გვეკითხება ოპერატორი. ვუხსნით მიზეზს და ვემშვიდობებით
ანუ უსიმპტომო პაციენტია ფაქტიურად და არაუშავს?
პ.ს ევექსი არის ამირან გამყრელიძის და მას სახელმწიფო უხდის თანხას (კლინიკას) ანუ სასწრაფო გვიშვებს, იქ სადაც “საჭიროა”, იქ სადაც “უფასოდ” გვიტარდება ტესტირება, თუმცა, რით მივალთ კლინიკამდე, ვინმეს ხომ არ გადავდებთ გზას – არ გვეკითხება, მთავარია მივიდეთ, დავფიქსირდეთ…
მოკლედ ვაი ჩვენს პატრონს, ვაი მოგონილ კორონას და იმედია შიმშილით არ ამოწყდება ქართველი ერი”
კომენტარები