ზუგდიდის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალამდე თავდამსხმელი მანქანით შინაგან საქმეთა სამინისტროს, 112-ის მოქმედმა თანამშრომელმა დავით მატუამ მიიყვანა.
დავით მატუას ძმის ბაჩანას თქმით, შეიარაღებული პირი მას სოფელ კოლხიდასთან დახვდა და იარაღის მუქარით აიძულა ქალაქის ცენტრამდე, ბანკის მიმართულებით ყოფილი გამარჯვების ქუჩით გაეყვანა.
„დავითი სახლიდან გავიდა მეგობართან მიდიოდა და ჩვენს ქვემოთ არის ხიდი 1 კილომეტრში, იქ გადაუდგა პიროვნება გზაზე, ისე ჩაცმული, როგორც ბანკში იყო. ქალაქში გავიდნენ, უთქვამს რომ იარე ნელა და ტროტუარზე ადი. ავტომატიანი კაცი რომ გიზის ვინ არ შეასრულებდა. ეგრევე რეკავდა პოლიციაში, მაგრამ დაკავება იყო 112-ზე და ვერ დარეკა, თან მიდიოდა სამსახურში, რომ ზემდგომებისთვის მოეხსენებინა, იქვეა მისი სამსახური, 500 მეტრში, სამაშველო სამსახურში მუშაობს!”
სისტემის მუშაობა ერთ ფრაზაში ჩანს:
“112-ის თანამშრომელმა 112-ში ვერ დარეკა”- რა კომენტარი და შეფასება შეიძლება ამას გაუკეთო? სამაშველო სამსახურის თანამშრომელი იძულებულია ბანკში მიიყვანოს მძარცველი და მერე არ იცის, რა გააკეთოს – რადგან 112-შიც კი ვერ რეკავს!
კომენტარები