მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შექმნეს ფილტრი ცხელი მეტალის დახმარებით, რომელსაც გარდაქმნიან უსაფრთხო პირბადედ და რომელიც კორონავირუსს გაანადგურებს ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ გაფილტროს.
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ნიღაბი იცავს ადამიანს ვირუსის სასუნთქ გზებსა და პირის ღრუში მოხვედრისგან, ზემოთ აღნიშნული ნიღაბი კი ვირუსს გაფილტრავს და მაღალი ტემპერატურის საშუალებით გაანადგურებს კიდეც მას.
ჯერჯერობით დეტალები უცნობია თუ როგორ აპირებენ პროექტის ავტორები ეს ყოველივე ადამიანისთვის უსაფრთხო კონცეფციად აქციონ, თუმცა ჩანაფიქრი ფაქტია, არც თუ ისე ურიგოა.
კომენტარები